ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" (IS) ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომელსაც სულ მცირე 84 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, პასუხისმგებლობა აიღო.

აფეთქებები კერმანში, ირანის ელიტური "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობაზე მოხდა. 

„დაეში“ ტელეგრამზე წერს, რომ მისმა ორმა წევრმა "მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი ჟილეტები". 4 იანვარს, ირანის პრეზიდენტის თანაშემწემ აფეთქებებში ისრაელი და აშშ დაადანაშაულა. აშშ-მა უარყო მოსაზრებები, რომ აფეთქებების უკან ვაშინგტონი ან ისრაელი იდგნენ.


ინციდენტმა გააღრმავა შიშები რეგიონში კონფლიქტის გაფართოებასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა ისრაელი ღაზის სექტორზე, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული “ჰამასის“ წინააღმდეგ შეტევას განაგრძობს. იემენში განთავსებული ჰუთი მეამბოხეები კი, წითელი ზღვის კომერციულ არხებზე თავდასხმებს განაგრძობენ.